დონალდ ტრამპის სოციალური პლატფორმა TRUTH მომდევნო თვიდან ამუშავდება და „დიდი ტექნოლოგიების ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებს“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი ახალი სოციალური პლატფორმა მალე ამუშავდება. მისი თქმით, პლატფორმის სახელი TRUTH (სიმართლე) იქნება და „დიდი ტექნოლოგიების ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებს“.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და მისი გუნდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი საკმაოდ კონკურენტული იქნება და ბევრი მომხმარებელი ეყოლება. როგორც ცნობილია, TRUTH მომდევნო თვიდან მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ფართო საზოგადოებია კი სოციალური ქსელით სარგებლობას 2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს აქტივისტებისთვის აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის მოწოდების გამო, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელების უმეტესობამ, მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დაბლოკა.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპის სოციალური პლატფორმა TRUTH მომდევნო თვიდან ამუშავდება და "დიდი ტექნოლოგიების ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებს"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა