ანდრეი რუდენკო - ნატო-ს მიერ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს შედეგები ექნება

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი, რომელიც მოსკოვს აიძულებს, რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ის აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კომენტარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ნატო-სთვის რუსეთის პოზიცია ცნობილია.

„ნატო-მ იცის ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ნაბიჯს შედეგები ექნება,“- აღნიშნა რუდენკომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას და არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ამ საკითხს ვეტო დაადოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა