უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 546 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მაქსიმალურად მაღალი დღიური რაოდენობაა ქვეყნისთვის, პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 22 415 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კორონავირუსით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 62 389 - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 6.7 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა