გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ „ბიბლუსის“ ექსკლუზიური პარტნიორი გახდა

წიგნის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელი „ბიბლუსი“ და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობის წიგნები მხოლოდ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში არის წარმოდგენილი.

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დაახლოებით 7 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვანი თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურით ანებივრებს. გამომცემლობამ მალევე მოიპოვა მკითხველთა აღიარება, რადგან 2015 წელს ერთდროულად გამოსცა ისეთი პოპულარული ნაწარმოებები, როგორიცაა ფილიპ დიკის „კაცი მაღალ კოშკში“, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერონისთვის“, კეტრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ და სხვა ნაწარმოებები. მათი უმეტესობა სწრაფად მოხვდა ბესტსელერთა სიაში და დღემდე ლიდერთა პოზიციებს ინარჩუნებს.

„წიგნები ბათუმში“ − ეს არის გამომცემლობა, რომელიც მუდამ უსმენს მსოფლიო ლიტერატურის მაჯისცემას და ქართველ მკითხველს რჩეულ პროზაულ ნაწარმოებებს სთავაზობს, მათი სრული ასორტიმენტი უკვე, მხოლოდ „ბიბლუსის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

„ბიბლუსის“ 13-წლიანი ისტორია მკითხველისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო სიახლეებით გრძელდება. დაარსების დღიდან წიგნის მაღაზიათა ქსელმა შეძლო და თავი მოუყარა წამყვან გამომცემლობებს, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მუდმივად სიახლეებს სთავაზობენ.

ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში „ბიბლუსის“ 60-ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს, რამაც როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე პროფესიული, საგანმანათლებლო, სასწავლო და სხვა მრავალი სახის წიგნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდა. „წიგნები ბათუმში“-ს გამორჩეული ლიტერატურა კი ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი“ და „წიგნები ბათუმში“ სხვადასხვა ერთობლივ პროექტს დაგეგმავენ და განახორციელებენ, რაც მკითხველისთვის საინტერესო ლიტერატურული მოგზაურობის დასაწყისს ნიშნავს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება