მარია ზახაროვა - ნატო სისტემატურად ანადგურებდა რუსეთთან ურთიერთობებს და ამ პროცესში იენს სტოლტენბერგის როლი მნიშვნელოვანია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ ბრიუსელიდან გაძევებული რუსი დიპლომატები მავნე ქმედებებში იყვნენ ჩართულები.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნატო სისტემატურად ანადგურებდა რუსეთთან ურთიერთობებს და არჩევანს „ცივი ომის“ ლოგიკაზე აკეთებდა. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროცესში ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო-ს მიერ გაძევებული რუსების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს", - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისათვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბრიუსელიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს