პრემიერი - ევროპარლამენტარი გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის პირადი მეგობარია, ჭკუას გვარიგებს - მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა

ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, ბატონი გლუკსმანი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი, გამოდის ყოველ დღე, ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს - მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის ქმარია და ამავდროულად არის მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარი.

ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მერაბიშვილის მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე გამოდის ყოველ დღე, ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს. ჩემი პოზიცია იყო, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა და არც მათი მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი. სააკაშვილმა, მელიამ და ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა