07.07.2025 / 08:38
გაერთიანებული სამეფო ჩინეთს ტაივანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ქმედების შესახებ აფრთხილებს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთს დავის მოსაგვარებლად მშვიდობიანი გზის პოვნისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჩინეთის შეჭრამ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში, შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"როგორც ვხედავთ, სამხედრო თვალსაზრისით ისინი პოზიციებს განამტკიცებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის გონივრული", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ჩინური ბომბდამშენების გადაფრენები და ტაივანის საპასუხოდ თვითმფრინავების მობილიზება ზრდის უბედური შემთხვევების და არასწორი ინტერპრეტაციების რისკს, რამაც შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 9 ოქტომბერს პირობა დადო, რომ ტაივანთან "მშვიდობიან გაერთიანებას" მიაღწევდა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს