რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არმიის ოთხვარსკვლავიანი გენერალი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლაე ჩუკა წარადგინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"გადავწყვიტე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლაე ჩუკას კანდიდატურა წარვადგინო. პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს. ახლა, ჩვენ ყველამ უნდა დავამთავროთ კრიზისი, რომელიც ამდენი ხანია გრძელდება", - აღნიშნა იოჰანისმა.

სააგენტოს ცნობით, ჩუკას მინისტრთა კაბინეტის წარსადგენად და პარლამენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად 10 დღე აქვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს