მოსკოვი პანდემიასთან დაკავშირებით „ლოქდაუნს“ აწესებს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში უნდა დაიხუროს მაღაზიები, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება, ასევე სკოლები და საბავშვო ბაღები.

მისივე თქმით, ბარები და რესტორნები ღია დარჩება, მაგრამ მხოლოდ გატანისა და მიტანის მომსახურებით მუშაობის უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა დაინფიცირების 36 339 შემთხვევა და ვირუსს კიდევ 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს