ანგელა მერკელი - ვისაუბრებთ რა სახის ეკონომიკური სანქციები შეგვიძლია განვიხილოთ ბელარუსთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის ძირითადი ასპექტი, რომელმაც პოლონეთთან შეთანხმების მიღწევის გზები და მიგრაციის საკითხებზე საერთო აზრი უნდა გამონახოს.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ურთიერთობების განახლების გზები, რადგან ევროპულ სასამართლოში საქმეების კასკადი არ არის გამოსავალი", - განაცხადა მერკელმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

მისი თქმით, სამიტზე ევროპელი ლიდერები ასევე ისაუბრებენ მიგრაციის საკითხზე, ვინაიდან, ეს თემა უფრო აქტუალური გახდა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პოლონეთის, ლიტვისა და გერმანიის მიმართ განხორციელებული "ჰიბრიდული ქმედებების" შემდეგ.

”ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სახის ეკონომიკური სანქციები შეგვიძლია განვიხილოთ, რათა ნათლად დავაფიქსიროთ, რომ ვგმობთ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ადამიანებით ვაჭრობის ამ ფორმას”,- განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მიგრაციასთან დაკავშირებით საერთო ენა ჯერჯერობით ვერ გამონახა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა