რუსეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ეკატერინბურგში მეთანოლით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ დაიღუპა 24 ადამიანი”, - განაცხადა პროკურორმა.

მანამდე ინფორმაცია 18 დაღუპულზე ვრცელდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგში გავრცელდა ინფორმაცია მეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილ 18 ადამიანზე. ოლქის საგამოძიებო კომიტეტის ფილიალის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების თანახმად, 7 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ეკატერინბურგში მეთილის სპირტი რამდენიმე ადამიანმა გაყიდა. საგამოძიებო კომიტეტის თქმით, დანაშაულის ადგილი გაჩხრეკილია, დაკითხული არიან მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზა.

პოლიციას ორი ეჭვმიტანილი, 1978 და 1967 წლებში დაბადებული ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყავს დაკავებული.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე