მედიის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, "ფაიზერის" ბუსტერ დოზამ ეფექტურობის 95.6 % აჩვენა

„ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95.6 %-მდე გაზარდა, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

მათი განცხადებით, ცდებმა შეამოწმა 16 წლიდან ზევით ასაკის 10 000 ადამიანი და აღმოაჩინა, რომ ბუსტერულ დოზას ჰქონდა უსაფრთხოების კეთილსაიმედო პროფილი.

კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 16-დან 55 წლამდე მერყეობდა.

„ფაიზერში“ მანამდე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა ორმაგი დოზის შემდეგ, კვლევების მიხედვით, დროთა განმავლობაში 96 %-დან 84 %-მდე იკლებს, კერძოდ, მეორე დოზიდან ოთხი თვის შემდეგ.

ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაგეგმა ბუსტერული დოზების შემოღების საკითხი.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა