ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის გლობალური გეგმა დაამტკიცეს

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის გლობალური გეგმა დაამტკიცეს, რაც მასში შემავალი სახელმწიფოების მილიარდი მცხოვრების ნებისმიერი საფრთხისგან დაცვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტრთა სხდომის პირველი დღის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინისტრებმა დღეს დაამტკიცეს ყოვლისმომცველი გეგმა ჩვენი ალიანსის დაცვის შესახებ, კონფლიქტებისა და კრიზისების შემთხვევაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი ძალები გააგრძელებენ ყოფნას საჭირო ადგილას და საჭირო დროს, რათა დაიცვან ერთი მილიარდი ადამიანი ნებისმიერი საფრთხისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების აუცილებელი ამოცანები ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შესაძენად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა