ხავიერ კოლომინა - აუცილებლად გავაგრძელებთ ნატო-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას, მალე დავბრუნდები

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დავემშვიდობე საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ნატო-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. მე მალე დავბრუნდები“, – წერს კოლომინა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით ​იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა