რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 37 141 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1 064 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 168 305 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 228 453 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 7 117 060 პაციენტი.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან, ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა