კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, მათი "პოზიტიური საარჩევნო კამპანია" გრძელდება.

"რაც შეეხება მეორე ტურს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეორე ტური. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, ვაგრძელებთ ჩვენს პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას. ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წელი ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ მართლაც ის გუნდი ვართ, რომელმაც 2017 წლიდან ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქურული პროექტები, რეკრეაციული ცივრცეები... თუმცა, არსებობს გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ ის გეგმა დავდეთ, რომელიც უპასუხებს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს", - აღნიშნავს კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა