624 000 მოსწავლიდან, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ 14 518 მოსწავლის მშობელმა დაწერა

ქვეყნის მასშტაბით, 624 000 მოსწავლიდან, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ,14 518 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 15-22 ოქტომბრის შუალედში, ონლაინსწავლების მოთხოვნა გააუქმა 2692-მა მშობელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა