ირაკლი ღარიბაშვილი - რომელიმე მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატიც რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს - კობა ნაყოფიას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა სენაკში გააკეთა და ამავე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფიაც გააკრიტიკა.

„ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა სენაკელებს მივმართო თხოვნით - ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს. ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება მას უნდოდა პირადად, ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ რამის სურვილი ექნებოდა რეალურად, შეეძლო რაიმე გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისგან და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ეს ბელადი ციხეშია მოგეხსენებათ, დიდხანს იქნება ციხეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ