ჩინეთის ნაწილში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო მკაცრი შეზღუდვები წესდება

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ინფორმაციით, პეკინის ერთ-ერთ რაიონში იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს, სახლებიდან გასვლა აუკრძალეს, დაიხურა სკოლები და ბიზნეს ობიექტებს მუშაობის შეჩერება დაევალათ.

პეკინში, რომელმაც პირობა დადო, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს ეპიდსიტუაციის მიმართ, მიმდინარე კვირაში, კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა გამოვლინდა.

ჰებეის პროვინციაში მიმდინარე კვირაში უსიმპტომო დაინფიცირების ოთხი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევები დაფიქსირდა განსუს პროვინციაშიც. პროვინციის ათამდე ქალაქში ხელისუფლებამ საქალაქთაშორისო ავტობუსების მოძრაობა აკრძალა. შეიზღუდა მატარებლების მოძრაობაც. ცინხაის პროვინციაში აეროპორტმა, რომელიც სატრანზიტო რეისებს ემსახურება, მუშაობა შეაჩერა.

ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა ნინსიას, განსუსა და ცინხაის პროვინციებში.

ჩინეთში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსის მცირე შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ხელმძღვანელობს გაიდლაინით, რომელიც კორონავირუსის მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა