კიევში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სკოლები იხურება

კიევში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სკოლები ხვალიდან, 2 კვირით იხურება.

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 6.8 მილიონი მოქალაქეა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო უკრაინის ხელისუფლებამ ზოგიერთი საჯარო მოხელისთვის, მათ შორის პედაგოგებისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო გახადა. ამასთან, არავაქცინირებულებზე მოქმედებს შეზღუდვები რესტორნებში, სპორტულ დაწესებულებებსა და სხვა საჯარო ადგილებში შესვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა