თენგიზ ცერცვაძე - მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს

მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს აღარ შემოიღებს. რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, მისი თქმით, ეს ვერსია განიხილება, თუმცა უარყოფილია და „ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს“.

„პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდეს, ცერცვაძე ამბობს: „ჯერჯერობით არ გახდება, შემდეგ ვნახოთ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა