23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება)“ გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი N4;
საკონტაქტო პირი: სალომე აბუაშვილი - 598 787106
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პაციენტთა კავშირი გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის მიზანს სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის გენეტიკურ ანალიზზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საკონტაქტო მაია ტაკაშვილი - 577 244085