აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია - 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი რისკებს აჭარბებს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერები აცხადებენ, რომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სავარაუდო სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს. მანამდე ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამასთან, კომპანიების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლის ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს.

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. „ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მარეგულირებლებს „ფაიზერის“ ვაქცინის 12 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გაცემული აქვთ. ამ დრომდე აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 190 მილიონი ადამიანი, აქედან 11 მილიონი - 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდია, რომელიც „ფაიზერითაა“ აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო