ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში დრონით თავდასხმის შედეგად "ალ-ქაიდას" მაღალი რანგის ლიდერი, აბდულ ჰამიდ ალ-მატარი მოკლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ალ-ქაიდას" მაღალი რანგის ლიდერის ჩამოშორება შეაფერხებს ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობას, განახორციელოს გეგმა, რომელიც გლობალური მასშტაბით თავდასხმების მოწყობას ითვალისწინებს და საფრთხეს უქმნის აშშ -ის მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას”, - ნათქვამია აშშ -ის არმიის მაიორ ჯონ რიგსბის განცხადებაში.

ცნობისათვის, ორი დღის წინ სირიის სამხრეთ ნაწილში აშშ-ის საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა. ჯონ რიგსბის არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა დრონით ჩატარებული ოპერაცია აღნიშნული თავდასხმის საპასუხო ქმედება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო