სამხედრო პოლიციის ოცეულმა ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში სერტიფიცირება მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა.

ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

„ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ეგიდით სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერტიფიცირება ქართული ოცეულის პირად შემადგენლობას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისა და მომავალში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრულფასოვანი წევრობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით გამართული წვრთნების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ დონაციის სახით სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირებაც გადმოსცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება ერთი წლის წინ გაფორმდა. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

2022 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია საქართველოს მხრიდან ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) განაცხადის გაკეთება. ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონი პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციელებით არის წარმოდგენილი“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს