ბოლო ერთ წელში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. BBC-ის ინფორმაციით, მათ შორის მილიონზე მეტი მექსიკის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან: გვატემალადან, ჰონდურასიდან და ელ-სალვადორიდან არიან.

მიგრანტებს შორის 145 000 არასრულწლოვანი იყო, რომლებიც თანმხლების გარეშე ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. გამოცემა წერს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიგრანტების რაოდენობის ზრდას ჯო ბაიდენის შედარებით ლოიალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევამდე ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით უფრო ჰუმანური საიმიგრაციო პოლიტიკა იყო.

იხილეთ ვიდეო:ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს