ევროპული საბჭო - ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის რეჟიმის მიერ დაწყებული ჰიბრიდული თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევას

ევროპული საბჭო არ მიიღებს მესამე ქვეყნების მცდელობას მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. ის გმობს ყველა ჰიბრიდულ თავდასხმას ევროკავშირის საზღვრებზე და შესაბამის რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დოკუმენტშია აღნიშნული.

ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ევროკავშირი განაგრძობს ბელარუსის რეჟიმის მიერ დაწყებული ჰიბრიდული თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის სანქციების დაწესებით.

„ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის რეჟიმის მიერ დაწყებული ჰიბრიდული თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის, შემდგომი შემზღუდავი ზომების მიღებით ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს რეადმისიის შესახებ შეთანხმებების განხორციელების აუცილებლობას.

„ევროპული საბჭო ყურადღებას ამახვილებს საჭირო ბერკეტების გამოყენებით ეფექტური დაბრუნებისა და რეადმისიის შეთანხმებების სრული განხორციელების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირი მოწოდებულია, საკუთარი გარე საზღვრების ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“.

შეგახსენებთ, 21-22 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა მიგრაციის საკითხი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა