სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5975-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 293 014 პირი დაინფიცირდა, 259 705 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 5.7 პროცენტი.