შსს - თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება - როტაცია პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

„აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი.

რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან", - აცხადებენ შსს-ში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა