რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 37 678 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1075 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 205 983 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 229 528 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 7 143 137 პაციენტი.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს