ჯანმო - მთელი მსოფლიო უნდა აიცრას იმისთვის, რომ კოვიდ ვარიანტების წარმოშობა შეჩერდეს

მთელი მსოფლიო უნდა აიცრას იმისთვის, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა შეწყდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

“ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, გველოდება უფრო მეტი ვარიანტის განვითარება, მეტი გავრცელება,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ჯანდაცვის მუშაკებს და ასევე დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა პირებს. ამასთან, მისი განმარტებით პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციაზე არაა დამოკიდებული.

„პანდემიისგან თავს მხოლოდ ვაქცინაციით ვერ დავიხსნით, სხვა ზომებიც უნდა მივიღოთ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ხალხმრავლობას და ასევე უნდა ვიზრუნოთ პირბადეების ტარებაზე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში ყოფნისას,“- აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს