ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა

რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს“.

„ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი! მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი? - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას ყველას დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს.

რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, მესმის, რომ მოსახლეობაში ამაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, თუმცა, ასევე შეგახსენებთ იმას, რომ როცა ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა გადაწყდა, სააკაშვილის ხუშტურებს და მის გადაწყვეტილებას დედა-შვილი შეეწირა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 350 მილიონი გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როცა თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება პარლამენტის შენობა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა, თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ, აქციები მისი მოკლე ჭკუით არ ყოფილიყო თბილისში. როგორც დაგეგმა მისი შემოსვლა და ციხეში ამოყო თავი, ასევე დაგეგმა თავისებურად პარლამენტის გადმოტანა. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წელი კონცენტრირება მოვახდინოთ საქმეზე, ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, პროგრესზე, განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო. არჩევნების შემდეგ, გთხოვთ, აღარ მკითხოთ პატიმარ სააკაშვილზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა