რუმინეთში, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო „კომენდანტის საათი“ წესდება

რუმინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, 25 ოქტომბრიდან ე.წ. „ღამის კომენდანტის საათი“ წესდება, კოვიდ საშვების გარეშე კი საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა იკრძალება.

ამასთან, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში ორკვირიანი არდადეგები ცხადდება.

„კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ დავინახეთ, რომ სხვა ქვეყნები იგივე მდგომარეობაში იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი იარაღი - ვაქცინა. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა გვაქვს, ამ მდგომარეობაში იმის გამო ჩავცვივდით, რომ უმეტესობა ჩვენგანმა აცრაზე უარი თქვა. ამ მდგომარეობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო,“- აღნიშნა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რაედ არაფეთმა.

ახალი შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში და ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს გადაადგილება საღამოს 10 საათიდან აეკრძალებათ, რესტორნები და მაღაზიები კი 21:00 საათიდან დაიკეტება. საზოგადოებრივ ადგილებში შესვლის ნებართვა მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან განკურნებულ პირებს ექნებათ, გამონაკლისი შეეხება სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებს.

ამასთან, ორშაბათიდან სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გამოყენება, იკრძალება ქორწილები და სხვა კერძო ღონისძიებები. მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლების ნახევარი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ მესამედი.

გასულ კვირას ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა. ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო კი ქვეყნის საავადმყოფოები კოლაფსის პირასაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა