აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 514 289 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 483 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6869 კი - გარდაიცვალა.
გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში მოსახლეობის 43 % სრულადაა ვაქცინირებული.