თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალისთვის SNGP-ის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალების სარდლობებისა და ქვედანაყოფების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი დაიწყო.

მათი განმარტებით, კურსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, გერმანელ და ჰოლანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალებში სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ტრენინგს პოლკოვნიკ იურგენ მუნტენაარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის/ევროპული სამედიცინო სარდლობის ჯგუფი ატარებს და ქართული მხარისთვის ნატოს წამყვანი სამედიცინო დოქტრინების გაცნობას ისახავს მიზნად. ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ. მსმენელები ბრიგადის საბრძოლო ოპერაციების დროს სამედიცინო დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.

სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო