კოლუმბიაში ცნობილი ნარკობარონი დააკავეს

კოლუმბიის ხელისუფლებამ ცნობილი ძებნილი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა დაკავების ფაქტი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა. მისი თქმით, ანტონიო უსუგა ,,ოტონიელის“ სახელით იყო ცნობილი.

”ოტონიელი იყო მსოფლიოში ყველაზე საშიში ნარკოდილერი, პოლიციელების, ჯარისკაცების, სოციალური ლიდერების მკვლელი და არასრულწლოვანთა დამქირავებელი” , - განაცხადა ივან დუკე მარკესმა.

50 წლის ოტონიელი კოლუმბიის ხელისუფლებამ კოლუმბიის ურაბას რეგიონის სოფლად ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა, იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ოტონიელი იყო ნარკოკარტელის "კლანი დელ გოლფოს" ლიდერი, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "ძლიერად შეიარაღებულ და უკიდურესად ძალადობრივ" ჯგუფად მოიხსენიებს.

კოლუმბიას ოტონიელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 3 მილიარდ პესომდე (დაახლოებით $800,000), ხოლო აშშ-ს მთავრობას მის პოვნაში დახმარებისთვის - 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა