კინორეჟისორი ჯოელ სოუზა, რომელიც ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, განცხადებას ავრცელებს

აღშფოთებული ვარ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ჰალინას დაკარგვით. ის იყო კეთილი, ენერგიული, წარმოუდგენლად ნიჭიერი. ყოველთვის მიბიძგებდა, რომ უკეთესი ვყოფილიყავი, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ჯოელ სოუზა ფილმის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პირველ კომენტარში განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კინორეჟისორი ჯოელ სოუზა ამბობს, რომ ის შეძრწუნებულია მისი მეგობრისა ჰალინა ჰაჩინსის დაკარგვით. ეს რეჟისორის პირველი განცხადებაა ნიუ-მექსიკოში ფილმის გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი შემთხვევის შემდეგ.

კინორეჟისორმა სოუზამ ადამიანებს "სიყვარულის გამოხატვისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მის მეუღლესა და შვილებს, ასევე იმ ადამიანებს უსამძიმრებს, რომლებიც ჰალინას იცნობდნენ.

"ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული. მადლობელი ვარ ჩვენი კინემატოგრაფთა საზოგადოების, სანტა ფეის ხალხისა და ასობით უცნობი ადამიანის, იმ სიყვარულის გამო, რაც მათ გამოიჩინეს. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში", - აღნიშნა სოუზამ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. როგორც ცნობილი გახდა იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა გადასაღებ მოედანზე მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს