აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პრეზიდენტისგან 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ განმარტებებს ელოდება

ვაშინგტონი ელოდება ანკარის განმარტებებს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებთან დაკავშირებით 10 ქვეყნის ელჩების, მათ შორის ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ელოდებიან.

„ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და ველით სიცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - აღნიშნავს წარმომადგენელი.

თურქეთის პრეზიდენტმა შაბათს განაცხადა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ქვეყნის ელჩების, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება დაავალა. თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების, გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის სასამართლო საქმეებში ერევიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს