ირაკლი ღარიბაშვილი - დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები

გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.

„დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს და დიდ ქალაქებს მინდა, რომ გავუზარდო. გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა