დიმიტრი პესკოვი - ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა

რუსეთს არ შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინის და ნატოს დაახლოებას, მაგრამ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა შედეგების მინიმიზებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ტელეარხის „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ და ეს შეუძლებელიც არის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ნაბიჯების მინიმალიზება ჩვენი ქვეყნისთვის. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა“ , - განაცხადა პესკოვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს