აშშ-ის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გამოცდის პროცესის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი შემაშფოთებელი და კონტრპროდუქტიული სარაკეტო პროცესები და ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ინფორმაციას DW ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მიზნად კვლავ რჩება კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია“ , - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სუნგ კიმმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ხშირი გამოცდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს უშლის.

”სწორედ ამიტომ ფხენიანის ბოლოდროინდელი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა არის შემაშფოთებელი და არაპროდუქტიული კორეის ნახევარკუნძულზე მუდმივი მშვიდობისკენ პროგრესის მიღწევაში”, - განაცხადა დიპლომატმა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა. თუმცა, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მისი მტრული პოლიტიკის, სანქციებისა და სამხრეთ კორეასთან რეგულარული სამხედრო წვრთნების გამო აკრიტიკებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო