დავით კირკიტაძე - იმავე ცოცხებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ - ღმერთმა არ ქნას, ამ ხალხმა შეინარჩუნოს ხელისუფლება

იმავე ცოცხებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი კი რუსთავის ციხეში ზის.

,,დღეს ამ გარეწრებმა დაგეგმეს რუსთავის ოფისზე თავდასხმა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცოცხებით ხელში დაგვხვდნენ თბილისში მიმავალ მომიტინგეებს, მათი სიმბოლოა, მათი იარაღია ცოცხი და უნდა ვუპასუხოთ სიყვარულითა და ბრძოლით არჩევნებზე, უნდა გავცეთ პასუხი, როგორსაც იმსახურებენ. იმავე ცოცხებს, რომლითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ხალხმა შეინარჩუნოს ხელისუფლება, ისინი გაართულებენ ცხოვრებას, უყვართ მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა და ამიტომ არიან ხელისუფლებაში. ამ ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი რუსთავის ციხეში ზის. ამიტომ, ერთად და ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ეს მავნებლები გავუშვათ ხელისუფლებიდან და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება თავისი ქვეყნისთვის აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენ ვიმსახურებთ განათლებულ, გაბრწყინებულ ქვეყანას“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა