პარიზში, წიგნის ფესტივალის ფორმატში დათო მაღრაძის წიგნის - “ბარაქიანი მიწა” პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 24 ოქტომბერს 15:00 საათზე, პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, სენ სულპისის მოედანზე დათო მაღრაძის წიგნის - “ბარაქიანი მიწის” ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობამ Editions du Signe- მ გამოსცა. ფრანგულად კი ვერონიკა ბერგენმა თარგმნა.

ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში ვკითხულობთ:

,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმიური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა