ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 1 300 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამთავრობო დაგეგმარების კომიტეტი უახლოეს მომავალში კიდევ 3 000 სახლის მშენებლობას შესახებ შეთავაზებების განხილვას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ისრაელის ამ ნაბიჯის გამო, შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ასეთმა ქმედებამ, შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ზიანი მიაყენოს.

ამასთან, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა "კატასტროფული გავლენა“ მოახდინოს მშვიდობის დამყარების შანსებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა