ტედროს ადანომ გებრეისუსი - პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია

მაშინ, როცა კვირაში კოვიდ 19-ით თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება.

„პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რაც გვჭირდება : ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. მაშინ, როცა კვირაში თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის 40% უკვე აცრეს, მოუწოდა ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.

„არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად,“ - აღნიშნა ტედროს ადანომ გერეისუსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა