ანსამბლი "შავნაბადა“ რუხის ციხეზე კონცერტს გამართავს

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში, რუხის ციხეზე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, 2 ნოემბერს, 19:00 საათზე კონცერტს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება და დასწრება თავისუფალი იქნება.

„აფხაზეთის ანსამბლის სტრატეგიულ ტერიტორიაზე კონცერტის გამართვა ნიშანდობლივია. ქართულ-აფხაზურ მელოდიებს პრაქტიკულად ქართველებთან ერთად აფხაზი მოსახლეობაც მოისმენს. კონცერტზე სპეციალური სტუმრების სტატუსით მოწვეული არიან რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული პაციენტების მკურნალობის პროცესში, რომლის უმრავლესობასაც აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა შეადგენს.

პროექტის მთავარი მედია მხარდამჭერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პარტნიორები: აფხაზეთის მთავრობა და ზუგდიდის მერია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025