სომხეთში კორონავირუსის 1 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 055-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 296 552 პირი დაინფიცირდა, 261 952 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში, ამ დრომდე, სრულად ვაქცინირებულია 210 247 მოქალაქე. ქვეყანაში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“, „სპუტნიკის“, „სინოფარმის“, „კორონავაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო