გიორგი გელხაური - თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?!

თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?!, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო ურჩად აცხადებს, რომ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, სადაც სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა, შესაბამისად „გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა თვალის ახვევა იყო“.

,,კონსილიუმის დასკვნა და რეკომენდაცია დაიდო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ურჩად აცხადებს, რომ უნდა გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც ვერ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გამომდინარე აქედან გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა იყო თვალის ახვევა, რომ დრო გაჭიანურებულიყო და რაღაც დაეკმაყოფილებინათ. თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი. ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ სააკაშვილზე და გადაიყვანონ დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრები არიან და შეიძლება მოხდეს ბუნტი“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება არ არის მზად მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, რის გამოც სახალხო დამცველის რეკომენდაცია უნდა იქცეს გადაწყვეტილებად და სააკაშვილის ჰოსპიტალიზება სამოქალაქო კლინიკაში მოხდეს.

,,სახალხო დამცველმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი და მაღალპროფესიული განცხადება, რომ არც სამედიცინო და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება მზად არ არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უნდა იქცეს გადაწყვეტილებად და სააკაშვილის ჰოსპიტალიზება მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის სამინისტრო ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს.

უსაფრთხოების კომპონენტი არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს სააკაშვილის ჰოსპიტალიზება. იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით. „ოცნება“ არის პანიკაში და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია, კლინიკასთან დაკავშირებითაც ირაციონალური შიშები აქვთ“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“