ჯანდაცვის მინისტრი - ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - შემდეგ ეტაპზე მცირე ზომის სოფლებში უნდა გადავინაცვლოთ

ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ის ჯგუფი აიცრა, რომელიც, როგორც გამოიკვეთა, თავისი ინიციატივით ნამდვილად არ აიცრებოდა.

„ჩვენ გავზარდეთ როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ინფორმაციის მიწოდება ყოველი სახლის კარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს არამხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე იყო ამორჩეული. 3 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ დიდი სოფლები ამოვარჩიეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავინაცვლოთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში, სადაც ასევე ჩავატარებთ მსგასვსი ტიპის მარათონებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა