ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლების მხრიდან  გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას ვხედავთ - ღმერთმა დაგვიფაროს, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს, "ქართულ ოცნებას" უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ პირდაპირ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას - პრემიერ- მინისტრის განცხადებებს რომ ვუსმენ, ეჭვი მეპარება მის ადეკვატურობაში ამ არჩევნების წინ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების უარს სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე.

უდუმაშვილის თქმით, კონსილიუმის რეკომენდაციაა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, ციხის საავადმყოფო კი მრავალპროფილური არ არის.

მისივე განცხადებით, თუკი სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, "ქართულ ოცნებას" სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებენ, შეიძლება უმძიმესი შედეგი მივიღოთ. დღეებზე კი არა, საათებზე და შეიძლება წუთებზეა საუბარი, რადგან როდის შეიცვლება და დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, კაცმა არ იცის და შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს მერე ექიმების ჩარევაც. არადა, მათ მიერვე დაკომპლექტებული კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მრავალპროფილურ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც იქნება MRI- ის, CATE- ს და სხვა აპარატურები, რომელიც არ გააჩნია ციხის საავადმყოფოს.

მეორე საკითხი არის უსაფრთხოება. გლდანის ციხის ე.წ. საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პირდაპირ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს ძალიან მძიმე მოქმედებები პატიმრების მიერ, რომელსაც ხელისუფლება დააორგანიზებს.

რაც შეეხება პრივილეგიებს, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრივილეგიებს. ნებისმიერი პატიმარი, როცა ცუდად ხდება და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში, გადაჰყავთ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ეს მიღებული პრაქტიკაა და რაიმე განსაკუთრებულს სააკაშვილისთვის არავინ ითხოვს. პირიქით, საერთოდ ყველანაირი უფლება ჩამოართვეს, ის, რაც შეიძლება სხვა მსჯავრდებულებისთვის, ის აე შეიძლება სააკაშვილისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს, მისი მდგომარეობა დამძიმდეს, ამისთვის "ქართულ ოცნებას" მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა. ჩვენი ქვეყნის არც ერთი დასავლელი მეგობარი ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

დროულად მოეგონ გონს, რადგან მთელი პასუხისმგებლობა ახლა აკისრია ხელისუფლებას", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ბოლო პერიოდში არაადეკვატურობით გამოირჩევა, რადგან სწორედ მას მოსთხოვს პასუხს ივანიშვილი არჩევნების შედეგების გამო.

"ბოლო დღეებში პრემიერ- მინისტრის განცხადებებს რომ ვუსმენ, დიდი ეჭვი მეპარება მის ადეკვატურობაში ამ არჩევნების წინ. გასაგებია, რომ მან წააგო არჩევნები და ივანიშვილი ამისთვის მეორე ტურის შემდეგ აუცილებლად მოთხოვს პასუხს, მაგრამ არ შეიძლება ამდენად არაადეკვატური იყოს ადამიანი. 2012 წლის შემდეგ სულ ასეთი სცენარები ელანდებათ, ხან საბურავებს ვასაწყობებთ, ხან ბარიკადებს ვაწყობთ, ახლა ახალი სცენარი მოიფიქრეს, რომ ხალხი მივა და გამოიყვანს სააკაშვილს საავადმყოფოდან", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა